ბოლო სამი წლის განმავლობაში გაზით ინტოკსიკაციის შედეგად თბილისში 64 ადამიანი გარდაიცვალა და 194 მოიწამლა. ამის შესახებ „ყაზტრანსგაზ თბბილისის“ სპეციალური მმართველი გიგლა თამაზაშვილი აცხადებს. თამაზაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. ყაზტრანსგაზ თბილისის სპეციალური მმართველის განცხადებით, გაზის გამათბობლებისა და სხვა დანადგარების შემოწმება ექსპლუატაციაში შესვლამდე უნდა განხორციელდეს.