"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას აცხადებს. პოლიციის მიერ გუშინ დაკავებულ ოპოზიციის წარმომადგენელთან თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში წუხელ ადვოკატი იმყოფებოდა. გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, კირკიტაძე თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.