ბოლოს სამი თვეა ახალ მისამართზე ცხოვრობს. აფტოფარეხში მოწყობილი ბინა, 300 ლარად იქირავა. ჯულიეტა ლომიძე, 86 წლის რამაზ ერქომაიშვილთან ერთად უკვე 45 წელია ოჯახურ თანაცხოვრებაშია. პირველი ჯგუფის ინვალიდ მეუღლესთან ერთად, ახლა ცხოვრებისეულ სირთულეებს ებრძვის... ამ სახლში, ყველა ნივთი ბინის მეპატრონეს ეკუთვნის, ჯულიეტასი მხოლოდ ფოტოებია... 76 წლის ქალბატონის ცხოვრება, ერთ დროს ლამაზ ზღაპარს გავდა. მუსიკის პედაგოგი, წლების წინ თავისი პროფესიით მუშაობდა და შვილებს ზრდიდა. მეუღლე ფეხბურთელი ჰყავდა. სპორტსმენის ცოლობა ადვილი არყოფილა, თუმცა ოჯახური ბედნიერებისთვის, კარიერას ხელი არასდროს შეუშლია. ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ, ლამაზ ზღვისპირა ქალაქში, სოხუმში იყო. მერე სოხუმი დაეცა.