"ხვალიდან ვიწყებთ აქციებს, რომლებიც არ შეწყდება არცერთი დღე" - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ვაშაძის თქმით, პერმანენტული აქციები იქნება მშვიდობიანი და კანონის ფარგლებში. "გაერთიანებული ოპოზიცია" კატეგორიულად მოითხოვს უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თავიდან ბოლომდე შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სიით, ხელისუფლება კრიმინალური მეთოდებიდან პოლიტიკურ პროცესში დაბრუდნეს- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით რუსთაველის გამზირზე კარვები დაიდგა, აქტივისტების ნაწილმა რამე სწორედ ამ კარვებში გაათენა.