"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სასახლე არა თბილისში, არამედ ქუთაისში უნდა იყოს. აღნიშნული განცხადება ზურაბ ჯაფარიძემ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. იგი ახლად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს თელავში, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციასაც გამოეხმაურა.