საფრანგეთში სამეცნიერო კომიტეტმა სამკურნალო მარიხუანას ლეგალიზების რეკომენდაცია გასცა. კომიტეტი, რომელიც საფრანგეთის მედიკამენტების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩამოყალიბდა. როგორც მეცნიერებმა განმარტეს, სასურველია მთავრობამ დაუშვას კანაფის წარმოება სამედიცნო მიზნებისთვის. მათი თქმით, მისი გამოტყენება დაშვებული უნდა იყოს ძლიერი ტკივილების დროს, ეპილეფსიის, კიბოს მქონე პაციენტებისა და პალიატიური მკურნალობის ცალკეულ შემთხვევებში.