"ტურისტულ ქალაქს ბინძურ ინდუსტრიულ ქალაქად ნუ გადააქცევთ" - ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის "ჩემი ბათუმის" წევრებმა ბათუმის პორტთან განაცხადეს. შეკრებილებმა ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ქიმიური ტერმინალის მშენებლობა არ უნდა მოხდეს. მათი ინფორმაციით, გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი არ არსებობს. აქციის მონაწილეები ტერმინალის მშენებლობის საკითხის გადაწყვეტაში საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობას მოითხოვენ, ასევე ხელისუფლებას მიმართავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ. აქციის მონაწილეებს ბათუმის პორტის თანამშრომლების ნაწილი შეურთდა.