უნგრეთის დედაქალაქში შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა. ახალი რეგულაციების მიხედვით, დამსაქმებელს უფლება ეძლევა წელიწადში დასაქმებულს 400 საათით მეტი მუშაობა მოსთხოვოს. დემონსტრანტებმა დაგეგმილ ცვლილებებს შრომითი მონობა უწოდეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციაზე, რომელიც ბუდაპეშტში პარლამენტის წინ გაიმართა, მოსახლეობამ ასევე გააპროტესტა ადმინისტრაციული სასამართლოების ახალი სისტემის შექმნა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო გააკონტროლებს. მოსახლეობა შიშობს რომ მსგავსი სასამართლო ვერ იქნება დამოუკიდებელი.