კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს, ზაზა ბაქრაძეს, რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და იარაღის უკანონო გადაზიდვის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულია, გაუფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება, ეს სავარაუდოდ, დღევანდელ პროცესზე გახდება ცნობილი, რომელიც 11:00 საათზეა ჩანიშნული.ზაზა ბაქრაძე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილის გაყალბებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 28 თებერვალს დააკავეს, 30 მარტს კი, 5 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.