2018 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 მილიარდ 324 მილიონ 700 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18.6 პროცენტით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 3 მილიარდ 33 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარი, ხოლო იმპორტი 8 მილიარდ 291 მილიონ 200 ათასი დოლარი იყო. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 5 მილიარდ 257 მილიონ 700 ათასი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.4 პროცენტი შეადგინა.