ერთი დიდი გაუგებრობა - ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის 5-წლიან პერიოდს. პალიტრანიუსთან საუბრისას ექს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ერთადერთი, რითიც მარგველაშვილი ისტორიაში შევა, ეს არის მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა. სააკაშვილი ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტზე ირონიით საუბრობს და ამბობს, რომ არ ჰგონია წინდების ქსოვა და კარტოფილის მოყვანა ისტორიაში შესვლის ღირსი იყოს.