ჩვენ და სამოქალაქო საზოგადოებას რომ არ გვეღელვა, შესაძლოა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი „გამძვრალიყო“ დაჩქარებულ ტემპში, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა.„ჩვენ ვღელავთ, რომ პროფესიონალებს არ დაემუქროთ საფრთხე. ჩვენ ვიბრძვით იმ ადამიანებისთვის, ვინც ძალიან მაღალი რანგის მოხელეებს წარმოადგენენ და ასეთი დამოკიდებულება მიუღებელი და დაუშვებელია. ტყუილად არ ვღელავთ, ჩვენ რომ არ გვეღელვა და სამოქალაქო საზოგადოებას არ ეღელვა, შესაძლოა, ეს კანონი ასე „გამძვრალიყო“ დაჩქარებულ ტემპში. იმედი მაქვს, რომ დღეს უმრავლესობის წარმომადგენლებიც ამ კუთხით შეხედავენ ამ თემასაც“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები უნდა გახდნენ.პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლებს, რომლებიც მრავალი წელია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობენ და უზარმაზარი გამოცდილება გააჩნიათ, აღარ ექნებათ დაცულობის ის გარანტიები, რაც საჯარო მოხელეებს აქვთ და მათ სამსახურიდან ნებისმიერ დროს, კომპენსაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვებენ.