პარლამენტში დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სიტყვით დეპუტატი ირმა ინაშვილი გამოდიოდა და ადგილიდან გარკვეული რეპლიკებით მას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია პასუხობდა. ირმა ინაშვილმა გამოსვლა შეწყვიტა, მივიდა მელიასთან და მათ შორის ფიზიკურ გაწევ-გამოწევას ჰქონდა ადგილი.