საქართველოს არჩეულ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა, რომელზეც მაიკ პომპეომ ახალარჩეულ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, ასევე საქართველოსადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერა დააფიქსირა. სახელმწიფო მდივანმა ზურაბიშვილი შეერთებულ შტატებშიც მიიპატიჟა.