უჩივლა თუ არა პრემიერმა საკუთარ დედას სასამართლოში - მედიით გავრცელებულ ინფორმაციას თავად მამუკა ბახტაძე ეხმაურება და მას აბსურდსა და მტკნარ სიცრუეს უწოდებს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს რომ ვალი არა შარშან, არამედ 2015 წელს გადაიხადა. მისი განმარტებით, „ფეიქნიუსების“ ავტორებიცდილობენ, რომ ყველანაირი ფასეულობის აღრევისთვის მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი მოდელირებული რეალობა საინფორმაციო სივრცეში. პრემიერი ამ ინფორმაციის გავრცელებას ნაწილობრივ ვალების განულების ინიციატივას უკავშირებს და ამბობს, რომ მისი ოპონენტები ცდილობენ პროცესი არასწორად წარმოაჩინონ.