საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს "ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის" მადლობას უხდის. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს. "ჩვენ ხშირად გვქონია განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები, თუმცა ამას არასოდეს შეუშლია ხელი, რომ გვეთანამშრომლა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ ერთიანი პოზიციების შესამუშავებლად"- აცხადებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მის მიერ გამოქვეყნებულ ფეიბუქ-პოსტში.