მიიწვევს თუ არა საკუთარ ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილი გრიგოლ ვაშაძეს. ეს თემა ბოლო დღეებია აქტუალურია. არჩეული პრეზიდენტის შტაბში აცხადებენ რომ ზურაბიშვილს ულტიმატუმი არავისთვის წაუყენებია. თუმცა იქ იმასაც განმარტავენ, რომ თუ გრიგოლ ვაშაძე აღიარებს პრეზიდენტად, ამის შემდეგ ზურაბიშვილი იფიქრებს მიიწვიოს თუ არა მას ინაუგურაციაზე. სახელმწიფო კანცელარიაში დრეს
ინაუგურაციის მოსამზადებელი ჯგუფის მორიგი შეხვედრა იმართება, რის დასრულების შემდეგაც, მათ ცერემონიაზე დამსწრე სტუმრების სესახებ სავარაუდო მონახაზიც ექნებათ.