მწვანე ტურიზმის განვითარების პერსპექტივები მწვანე ეკონომიკის ჭრილში - საინიციატივო სამუშაო შეხვედრა ამ თემაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში მოხდა: "მწვანე ტურიზმი საქართველოში" ბროშურის წარდგენა; მწვანე ტურიზმის სფეროში მოღვწე ადამიანებმა გააკეთეს პრეზენტაცია თავიანთი საქმიანობების შესახებ და გაიმართა დისკუსია მწვანე ტურიზმის განვითარების პერსპეტივების შესახებ. შეხვედრას დაესწრებიან, როგორც კერძო ისე სახემწიფო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.