თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. "სააფთიაქო ნარკომანიის" საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დაკავებული "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის" დირექტორის მოადგილისთვის, ნუგზარ ჯანჯღავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.როგორც სასამართლო პროცესზე პროკურორმა მაია სილაგაძემ განაცხადა, ნუგზარ ჯანჯღავას ყოველთვიურად 13 000 ლარს უხდიდნენ, რათა აღნიშნული თანხა გადაეცა გია თვალავაძისათვის, რომელსაც ფარამაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობა ევალებოდა.პროკურატურამ ჯანჯღავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. როგორც დაკავებულის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, საქმეში მტკიცებულება არ არსებობს და ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნუგზარ ჯანჯღავას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.