ბოკა ხუნიორსი და რივერ პლეიტი მადრიდში ჩავიდნენ, სადაც ლიბერტადორესის თასის ფინალში, ერთმანეთს, სანტიაგო ბერნაბეუზე დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 9 დეკემბერს გაიმართება, პირველი დაიპირისპირება ბოკას სტადიონ, ლა ბომბონერაზე 2-2 დასრულდა, საპასუხო შეხვედრა კი ლა მონუმენტალზე უნდა შემდგარიყო, მაგრამ ფანების უდისციპლინობის გამო ჩაიშალა. კონმებოლმა კი თამაშის ევროპაში ჩატარება გადაწყვიტა.