შინაგან საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისიტრომ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე 2 პირი დააკავა.უწყების ცნობით სამართალდამცველებმა დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.