კურორტ გოდერძიზე და დიდველზე ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნა გადაიდო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "მთის კურორტების განვითარების კომპანია" ავრცელებს.
ცნობისთვის, გოდერძისა და დიდველზე სამთო-სათხილამურო სეზონი ოფიციალურად 8 დეკემბერს უნდა გახსნილიყო, თუმცა უთოვლობის გამო, დაგეგმილი გახსნა გადაიდო.