Marine Life Park ასე ქვია მსოფლიოში ყველაზე დიდ აკვარიუმს, რომელიც სინგაპურში მდებარეობს. აკვარიუმი 2012 წელს გაიხსნა. აქ ზღვისა და ოკეანის 100 000-მდე ნებისმიერი ზომისა და ფერის ბინადარს შეხვდებით. Marine Life Park-ის შიდა სივრცე 10 ნაწილად არის გაყოფილი, ყოველ ნაწილში თევზებისა და წყლის ცხოველების განსაკუთრებული სახეობა ბინადრობს. აკვარიუმის სიგანე 36 მეტრია. წყალქვეშა გვირაბში თავი შეიძლება დიდ ოკეანეში მცურავი თევზი გეგონოთ.