სანამ სიარულს ისწავლის, ბავშვმა აუცილებლად უნდა ისწავლოს ხოხვა. როგორც სხვადასხვა პროფილის ექიმები ამბობენ, ხოხვას ძალიან ბევრი დადებითი შედეგი მოაქვს. ბავშვი, რომელიც ხოხავს, უკეთ ორიენტირებს სივრცეში და უკეთ არჩევს მარჯვენასა და მარცხენას; ხოხვისას ყველა კიდური და კუნთი ვარჯიშობს და ეს საუკეთესო ორთოპედიული მასაჟია ბავშვისთვის; ამბობენ, რომ ბავშვები, რომლებიც ხოხავდნენ პატარობისას, დაცემის დროს ყოველთვის ხელებს იშველიებენ და უფრო უმტკივნეულოდ ეცემიან, ხოლო ვისაც არ უხოხია, ის ბავშვები, ძირითადად, თავით ეცემიან.