იანვარ-ოქტომბერში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 112 მილიონი დოლარით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის გასულ 10 თვეში ავტომობილების იმპორტმა 491 მილიონ 989 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში ეს მონაცემი 379 მილიონ 966 ათასი დოლარი იყო.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ „საქსტატის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი უმსხვილესი საიმპორტო საქონლის ათეულში მე-2 ადგილს იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში გასამმაგდა, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი შემცირდა.