გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ქუთაისის აეროპორტში მასა და მის მეუღლეს, ბიზნესმენ ჯონი გიგანს უცნობი პირები თავს დაესხნენ. ჩარკვიანის თქმით, მომხდარის შესახებ მან უკვე აცნობა სამართალდამცველებს.
თაკო ჩარკვიანი ითხოვს, სამართალდამცველებმა აეროპორტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღონ, რომელზეც ინციდენტია დაფიქსირებული. პირველ არხს თვითმხილველმა ინციდენტის დროს აეროპორტში მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეო მიაწოდა.იხილეთ:
თაკო ჩარკვიანისა და მისი მეუღლის თავდასხმაში ბრალდებულის დაკავების კადრები ქუთაისიდან