მენინგოკოქცემიის შემთხვევა თბილისის 87-ე საჯარო სკოლაში - მძიმე დიაგნოზი ერთ-ერთ მოსწავლეს დაუდგინდა.მშობლები სკოლის რამდენიმე დღით დახურვას ითხოვენ, რათა სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდეს. დეზინფექციის ჩატარების თხოვნით, მათ ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართეს. ისინი ამბობენ, რომ ეშინიათ, ინფექცია მათ შვილებსაც არ გადაედოს, ამიტომ კარანტინის გამოცხადების თხოვნით, მათ სკოლის წინ აქციაც გამართეს. მოგვიანებით საკითხს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან გამოეხმაურნენ. 8 წლის გოგონას სკოლაში 21 ნოემბრის შემდეგ არ უვლია, მისი საავადმყოფოში გადაყვანა კი 26 ნოემბერს მოხდა. მოზარდის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.