"პიუს კვლევითი ცენტრის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალი იმიგრანტების რაოდენობა მცირდება. როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2007 წელს ამერიკაში დაახლოებით 12 მილიონ 200 ათასი უსაბუთო მიგრანტი ცხოვრობდა. 2016 წელს კი ეს რიცხვი 10 მილიონ 700 ათას ადამიანამდე შემცირდა, რაც ბოლო ათწლეულში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
აღსანიშნაავია, რომ შეერთებულ შტატებში არალეგალი იმიგრანტების რაოდენობის შემცირების პარალელურად ქვეყანაში მათი ყოფნის ხანგრძლივობა იზრდება.