მთავრობის სარეზერვო ფონს წელს ხარჯვით ნაწილში გადაჭარბება არ აქვს. როგორც ბიუჯეტის 10 თვის შესრულების ანგარიშში ვკითხულობთ, იანვარ-ოქტომბერში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 30 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯა, ბიუჯეტის კანონის მიხედვით კი წელს მთლიანად 50 მილიონი ლარია გამოყოფილი. წლების განმავლობაში მთავრობის სარეზერვო ფონდი „უძირო ქვევრივით“ იყო, თითქმის ყოველთვის ხარჯვითი ნაწილი ერთი-ორად აღემატებოდა ბიუჯეტში გაწერილ თანხას. თანხები კი არა მხოლოდ „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგანგებო შემთხვევებზე", არამედ კონცერტების და სხვა კულტურული ღონისძიებებისთვის, ასევე წინასაარჩევნო რეკლამების დაფინანსებისთვის იხარჯებოდა.