სალომე ზურაბიშვილი გრიგოლ ვაშაძისგან მილოცვას ელოდება -"სამწუხაროდ, ჯერ არ მიმიღია" - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი გრიგოლ ვაშაძისგან მილოცვას ელოდება -"სამწუხაროდ, ჯერ არ მიმიღია"

2018-11-29 13:59:27+04:00

ეს არის დიდი გამარჯვება. არ ვოცნებობდი საბჭოთა სტილის გამარჯვებაზე, რაღაც 70-80%-იანზე", - ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა."თუ ჩვენ ამ არჩევნებს ვუყურებთ ევროპულად, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. მე სრულებით არ ვოცნებობდი რაღაცა საბჭოთა სტილის გამარჯვებაზე - 70-80%-იანზე. ეს არის ძალიან სერიოზული გამარჯვება. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ითვლება, რომ ასეთი მეორე ტური, ასეთი აქტიურობა ეს არის დემოკრატია, ნიშანი, რომ საზოგადოება არის დამწიფებული და არის მზად დემოკრატიისთვის",- განაცხადა ზურაბიშვილმა.რაც შეეხება შეკითხვას, მიიღო თუ არა გრიგოლ ვაშაძისგან მილოცვა, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არ მიუღია."სამწუხაროდ არა, ველოდები",- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

იხილეთ:

"ამ დილით პატრიარქმა მომილოცა გამარჯვება, დღეს პირველად ვიგრძენი თავი, როგორც პრეზიდენტი" - ზურაბიშვილი ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ

ქვეყნები, სადაც პირველ რიგში გეგმავს ვიზიტებს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტის რანგში

ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეზე: "ბევრად უფრო ევროპული ყაიდისაა, ის მასშტაბური შენობა სხვა რამეებს მაგონებს"