ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეზე: "ბევრად უფრო ევროპული ყაიდისაა, ის მასშტაბური შენობა სხვა რამეებს მაგონებს" - Palitra News

ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეზე: "ბევრად უფრო ევროპული ყაიდისაა, ის მასშტაბური შენობა სხვა რამეებს მაგონებს"

2018-11-29 14:16:55+04:00

ბევრად ევროპული ყაიდისაა ორბელიანების სასახლე, ვიდრე ეს მასშტაბური შენობა,- აცხადებს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კითხვაზე, შევა თუ არა ავლაბრის სასახლეში."როგორც იცით ჩემი ოჯახი ბარათაშვილები, ორბელიანები იყვნენ წინაპრებით და ამიტომ, ორბელიანის სასახლე ძალიან მისაღებია ჩემთვის და მემგონი, თუ შევხედავთ ამ სასახლეს, აქაც თუ ჩვენ გვინდა ევროპულობა, ბევრად უფრო ევროპული ყაიდის სასახლეა ორბელიანის, ვიდრე ეს მასშტაბური შენობას - რაღაც სხვა რამეებს მაგონებს ის მასშტაბური შენობა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციაში შესვლაზე უარის თქმას და ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში განთავსებას გეგმავს.პრეზიდენტის ადმინისტრციის ავლაბრიდან ათონელზე - ორბელიანის სასახლეში გადასვლის საკითხი სალომე ზურაბიშვილს საკუთარ საარჩევნო პროგრამაში აქვს გაწერილი.

იხილეთ:

"ამ დილით პატრიარქმა მომილოცა გამარჯვება, დღეს პირველად ვიგრძენი თავი, როგორც პრეზიდენტი" - ზურაბიშვილი ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგქვეყნები, სადაც პირველ რიგში გეგმავს ვიზიტებს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტის რანგშისალომე ზურაბიშვილი გრიგოლ ვაშაძისგან მილოცვას ელოდება -"სამწუხაროდ, ჯერ არ მიმიღია"