ერთ წელში საქართველოში თაფლთან დაკავშირებით ყველანაირი ლაბორატორიული კვლევის განხორცილეება იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშივილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქართული ლაბორატორია გასცემს სერთიფიკატს, რომელიც ევროპის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. თუმცა მისივე განმარტებით, ანალიზების ნაწილი შთანხმებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე, საზღვარგარეთ მდებარე აკრედიტებულ ლაბორატორიებში ტარდება.