ყიზილაჯლოში, N 49-ე საარჩევნო უბანი პროცედურული დარღვევებით გაიხსნა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა, „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ბესიკ დონაძემ განუცხადა. მისი თქმით, საარჩევნო პროცედურების ჩატარებაში ხელს უშლიდა „ქართული ოცნების" საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ჯეიხუნ ჩოიდაროვი, რომელიც მაჟორიტარია ყიზილაჯლოში.როგორც ის აღნიშნავს, ჩოიდაროვი საია-ს დამკვირვებლებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდა და დასძენს, რომ აღნიშნული დეპუტატი ამ საარჩევნო უბანზე საფრთხეს წარმოადგენს.