ჰაბ ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ხელისუფლება ავიაკომპანია ვიზეარის ბაზრიდან გაშვებას აპირებს. ვასო ურუშაძის ინფორმაციით, ოქტომბრის ბოლოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ეკონომიკის სამინისტროსგან მიიღო დავალება, რომ ვიზეარისთვის ზამთრის განრიგის დამტკიცება გაეჭიანურებინათ. ურუშაძის თქმით, სწორედ ეს იქნებოდა ერთგვარი სიგნალი იმის დასადასტურებლად, რომ მთავრობის დამოკიდებულება კომპანიის მიმართ რადიკალურად შეცვლილია. ჰაბ ჯორჰიას დამფუძნელის ინფორმაციით, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ქართულ ავიაკომპანია მაივეი ეარლაინზეც ხორციელდება. ვიზეარის საქმიანობისთვის შეზღუდვების დაწესების მცდელობას არ ადასტურებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემრულებელმა აღნიშნა, ავიაკომპანიის საქმიანობის ხელშეწყობას მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს. მისივე განმარტებით, სიხშირეებთან დაკავშირებით პრობლემები მთავრობის მხრიდან არც მაივეი ეარლაინს არ ექმნებავიზეარი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, ის ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2012 წლიდან ასრულებს. ავიაკომპანია My Way Airlines-მა კი საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება 2018 წელს დაწყო და რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახორციელებს.