მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა - Palitra News

მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა

2018-11-27 13:06:49+04:00

სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა. ხალვაში ოფიციალურად მერმა ლაშა კომახიძემ წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, სოფო ხალვაშზე არჩევანი იმიტომ გააკეთა, რომ მას კულტურის მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს და ფართო ურთიერთობებები აქვს ქვეყნის გარეთ, შესაბამისად, სოფო ხალვაში მერიაში კულტურის მიმართულებით იმუშავებს. თავად სოფო ხალვაშის განცხადებით კი, ამ პოტსზე შემოთავაზება დიდი ხნის წინ ჰქონდა, როდესაც ის აჭარის ტელევიზიაში მუშაობდა და გადაწყვეტილება ახლახან მიიღო.