აკაკი ბობოხიძე "ქართულ ოცნებას" სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს - Palitra News

აკაკი ბობოხიძე "ქართულ ოცნებას" სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

2018-11-26 13:05:59+04:00

პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ "ქართული ოცნება" სიცრუეში დაადანაშაულა.როგორც აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, ვანსა და ხონთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები არის სიცრუის ტირაჟირება. კვირას "ევროპული საქართველოდან" წასვლის შესახებ სამტრედიის ცენტრში ბრიფინგი გაიმართა, რომელსაც 150-მდე ადამიანი ესწრებოდა. მათივე თქმით ხონსა და ვანში ევროპული საქართველოდან კოორდინატორების უმეტესობაც წამოვიდა