დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ბათუმის სამორინეში "პრინცესა" ერთი ქალის მკვლელობა და ერთი ქალის დაჭრა ედება ბრალად - Palitra News

დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ბათუმის სამორინეში "პრინცესა" ერთი ქალის მკვლელობა და ერთი ქალის დაჭრა ედება ბრალად

2018-11-24 13:57:25+04:00

ბათუმის ერთ-ერთ სამორინეში მომხდარ მკვლელობასა და დაჭრის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული,ამის შესახებ ინფორმაციას შშს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შსს-ს თანამშრომლებმა 1961 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ლ.უ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პოლიციამ ლ.უ. შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

იხილეთ:

"უცბათ შემოვარდა კაცი, ერთს გაუყარა დანა მუცელში" - რას ამბობს თვითმხილველი, რომელიც ბათუმის სამორინეში მომხდარ მკვლელობასა და დაჭრას შეესწრო