ბათუმში, ყოფილ სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე, ხანძრის შედეგად დაღუპულები გაიხსენეს დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად მოქალაქეები სასტუმროში მივიდნენ და სანთლები დაანთეს. შეკრებილებმა ერთი წლის წინ, მომხდარი ფაქტი გაიხსენეს. სასტუმროსთან გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ახლობლებიც იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, გასულ წელს სასტუმრო "ველმონდში", ყოფილ ლეოგრანდში, ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიუპა 20-მდე პირი კი დაშავდა. სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე ორი პირია დაკავებული. საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.