ყველასათვის ცნობილია, რამდენად მნიშვნელოვანია ძილი ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის. რაც არ უნდა დაღლილი იყოს ბავშვი, რატომღაც არასდროს არ აქვს სურვილი დროულად წავიდეს საწოლში. კანადელმა მკვლევარებმა გადაწყვიტეს გაეგოთ, თუ როგორ მოქმედებს მშობლების ქცევა ბავშვებზე და სძინავთ თუ არა მათ შვილებს იმდენ ხანს, რამდენსაც რეკომენდაციას უწევენ ექიმები. მეცნიერებმა გამოკითხეს 1600 კანადელი მშობელი, რომელთაც 18 თვემდე ბავშვები ჰყავდათ. 94%-მა აღნიშნა, რომ მათ ოჯახში არსებობს წესი და განსაზღვრული დრო, როდესაც ბავშვები პროტესტის გარეშე იძინებენ. გამოკითხულთა 84%-მა განაცხადა, რომ მოქმედებენ მკაცრად და ბავშვებს აღარ უტოვებენ "ცუღლუტობის" უფლებას. "შეგროვილი ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ შედეგი აქვს სწორედ მკაცრ მეთოდს. მშობლები, რომლებიც მკაცრად მოითხოვენ ბავშვების დროულად დაძინებას, იქცევიან სწორად იმდენად, რამდენადაც მხოლოდ ასეთი მიდგომა აღმოჩნდა ეფექტური ბავშვის ძილის ნორმალური ხანგრძლივობისათვის", - აღნიშნა კვლევის ავტორმა ჰიტერ მენსონმა.