ჩატარებული კვლევების მიხედვით, დიაბეტი ტიპი 2 თირკმლის ქრონიკული დაავადების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია. მონრეალის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თირკმლის ქრონიკული დაავადებამ შეიძლება შაქრიანი დიაბეტის განვითარება გამოიწვიოს.მკვლევართა თქმით, დიაბეტი ვითარდება იმის გამო, რომ თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს სისხლში შარდოვანა გროვდება. თირკმლის პრობლემების დროს ადამიანების დაახლოებით 50%-ს სისხლში გლუკოზის დონე მომატებული აქვს. ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შაქრიანი დიაბეტისა და თირკმლის ქეინიკული დაავადების შემთხვევაში პანკრეასის ბეტა-უჯრედებში ინსულინის გამომუშავების პროცესი დარღვეულია.გარდა ამისა, მკვლევრებმა შენიშნეს, რომ სისხლში შარდოვანას დონის მატებისას გლუკოზის ჟანგვაში მონაწილე ფოსფოფრუქტოკინაზა-1-ის ფუნქციები იცვლება. მეცნიერთა თქმით, საბოლოო დასკვნები კლინიკური კვლევების ჩატარების შემდეგ გამოქვეყნდება.