გულის შეტევის ამოცნობა არც ისე მარტივია. ექიმ-სპეციალისტთა განცხადებით, არსებობს ერთი საინტერესო სიმპტომი, რომელიც ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს. მიჩიგანის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა, რომელიც ეხებოდა გულის მკვებავი არტერიების ბლოკადას. კერძოდ, აჩვენეს, რომ ბლოკადას იწვევდა ქოლესტერინი კრისტალურ ფორმაში.
"გამკვრივებული ქოლესტერინის" ეს სახეობა ექსპერტებმა გამოყვეს სასწრაფო დახმარების ბრიგადით ჰოსპიტალიზებული პაციენტების 89 %-თან. კველევებით ადრეც იყო დადასტურებული, რომ ქოლესტერინი თხევადი მდგომარეობიდან გადადის მყარ და კრისტალულ ფორმაში, იცვლის ზომას და ფართოვდება. სწორედ ქოლესტერინის ასეთი გაფართოება არტერიის შიგნით იწვევს სისხლძარღვის კედლის გახეთქვას ან სისხლის მიმოქცევის დაბლოკვას, რაც საბოლოოდ გულის შეტევას აძლევს საფუძველს.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ქოლესტერინს შეუძლია გააღწიოს არტერიის კედლიდან და უშუალოდ გულის ქსოვილში აღმოჩნდეს.