დატბორილი სახლები, ქუჩები და სარდაფები - ძლიერი წვიმა ბათუმში - Palitra News

დატბორილი სახლები, ქუჩები და სარდაფები - ძლიერი წვიმა ბათუმში

2018-11-22 20:17:21+04:00

დატბორილი სახლები, ქუჩები და სარდაფები - ბათუმში ძლიერი წვიმა მოვიდა. სტიქიამ ინასარიძისა და ხიმშიაშვილის ახლადრეაბილიტირებული ქუჩებიც დატბორა. რამდენიმე ქუჩაზე გართულდა საავტომობილო მიმოსვლაც. მოსახლეობისთვის წყალდიდობას განსაკუთრებული ზიანი არ მიუყენებია, თუმცა წყალი რამდენიმე სახლსა და სარდაფშიც შევიდა.ბათუმის მერიის ინფორმაციით, ძლიერი ნალექის გამო ქალაქში ექვსი ქუჩა დაიტბორა. მოსახლეობა ამბობს, რომ პრობლემები ძლიერი წვიმის შემდეგ სისტემატურად ექმნება. მათი თქმით, ამის მიზეზი გაუმართავი სანიაღვრე სისტემაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში წვიმასთან დაკავშირებულ პრობლემებზე 50-ზე მეტი გამოძახება შევიდა. გამოძახებების უმრავლესობა ქუჩის დატბორვას შეეხებოდა.უამინდობა ბათუმში პარასკევს დღის ბოლომდე გასტანს.