მთავარ პროკურატურაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის გამოკითხვა მიმდინარეობს. მასთან ერთად ადვოკატის სტატუსით გამოკითხვაზე იმყოფება ასევე მესამე სექტორის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე. გიგაურის თქმით, ის გამოძიებას მიაწვდის იმ ინფორმაციას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დაბეჭდვასთან დაკავშირებით აქვს. დღესვე საგამოძიებო უწყებაში სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბეჟან ობგაიძეც გამოიკითხებიან. ისინი 17:00 საათზე არიან დაბარებულები. გუშინ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლება განაცხადეს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბების მიზნით ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავს. მესამე სექტორი სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს და არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.