"ნაციონალური მოძრაობა" რევანშს და შურისძიებას ანალოგიური მეთოდებით შეეცდებიან, რასაც აკეთებდნენ, იქნებოდა ეს საკუთრების ხელყოფა, ქონების იძულებით გადაფორმება, თუ პიროვნული და პერსონალური შურისძიებები, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟურნალისტებს განუცხადა. ეკა ბესელია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილსმილიარდნახევარ ლარს მოატანინებს.როგორც ბესელიამ აღნიშნა, მისი ადვოკატობის დროს იცავდა იმ დაზარალებულთა უფლებებს, რომლებსაც სააკაშვილის ხელისუფლების მმართველობის პერიოდში იძულებით წაართვეს ქონება.