გოგრა, საშემოდგომო პროდუქტი, რომელიც აქტუალური არა მხოლოდ შემოდგომითაა. ის ერთერთი პირველი შემოდის ბაშვების საკვებ რაციონში, მისგან ამზადებენ კერძებს და მიირთმევენ უბრალოდ მოხარშულადაც. რა სხვაობებია გოგრის ჯიშებს შორის სასარგებლო თვალსაზრისით და როგორ უნდა მიირთვათ ეს პროდუქტი, რომ მასში არსებული დადებითი თვისებები ორგანიზმმა აითვისოს. დღევანდელი გადაცემიდან გაიგებთ, რატომ არ უნდა შეიძინოთ გაჭრილი გოგრა არავითარ შემთხვევაში, რატომ არის უმჯობესი, რომ ბავშვებს გოგრის ხილფაფა თავად მოუმზადოთ და არ იყიდოთ უკვე მომზადებული ეს პროდუქტი. ასევე გაიგებთ რა განსაკუთრებულ თვისებებს ატარებს გოგრის თესლი და რა კავშირი აქვს მას უშვილობასთან.