დღეს პალიტრანიუსის გადაცემა „დღის თემაში“ ისაუბრეს ე.გ ფეიქ გვერდებსა და ტროლებზე რომლებიც წინასაარჩევნოდ ცდილობენ მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა საშუალება გამარჯვების მისაღწევად. ბრძოლის ყველაზე გავრცელებულ საშუალებად კი სოციალური მედიის გამოყენება ითვლება. ფეისბუქში ათობით გვერდი კეთდება, სადაც მხარეები საკუთარ რეკლამას განათავსებენ და ამომრჩეველზე გავლენის მოხდენას ცდილობენ.
როგორ უნდა ვებრძოლოთ "ფეისბუქში" გავრცელებულ დეზინფორმაციას? ამას გადაცემის წამყვანი იოანე შაიშმელაშვილი და ჟურნალისტი სალომე აბულაშვილი გიამბობთ.