2018 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137 მილიონ 200 ათასი ამერიკული დოლარი ანუ 365 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2017 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11.6 პროცენტით მეტია. იმ ქვეყნების ხუთეულში, საიდანაც საქართველოში 2018 წლის ოქტომბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, 39 მილიონ 660 ათასი დოლარით რუსეთი ლიდერობს, მას მოსდევს იტალია, საიდანაც 16 მილიონ 670 ათასი ამერიკული დოლარი შემოვიდა, ხოლო მე-3 ადგილზეა საბერძნეთი 15 მილიონ 340 ათასი დოლარით. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი შეერთებული შტატები და ისრაელი ინაწილებენ.2018 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 21 მილიონ 200 ათასი დოლარი გადაიგზავნა.