ქართული ღვინის მწარმოებელი 30-მდე კომპანია ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში Prowine China-2018 მონაწილეობს. გამოფენა აზიის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად ითვლება. მასში წარმოდგენილია მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის 700-მდე კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო.
ცნობისთვის, ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-3 ადგილს იკავებს. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში 5 მილიონ 400 ათასი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.