ნებისმიერი მცდელობა, ჯარი ჩაითრიონ პოლიტიკურ პროცესში, არის სახიფათო და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება - დღის ბოლოს ამ სპეციალურ განცხადებას გენშტაბის ხელმძღვანელობა აკეთებს და ყოფილ სამხედროებს მიმართავს. გენშტაბის უფროსი აცხადებს რომ შეიარაღებული ძალები პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტია, რომლის მთავარი მიზანია ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაა. ვლადიმერ ჩაჩიბაიას თქმით, ქართული ჯარი ეკუთვნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და შედგება საზოგადოების წარმომადგენლებისგან განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.