სრულიად გაუგებარია, თუ რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს სალომე ზურაბიშვილი ჩვენ, რადგან მის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს არაერთხელ გამოვეხმაურე როგორც მე, ისე საერთასორისო გამჭვირვალობა, - ასე გამოეხმაურა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. კომენტარი ამ საკიტხზე საიას აღმასრულებელმა დირექტორმაც გააკეთა. სულხან სალაძის თქმით მუქარის შემცველი ტექსტები მიუღებელია, აუცილებელია გამოძიების დაწყება და შესაბამისი რეაგირება. ამასთან საიას წარმომადგენლები პრეზიდენტობის კანდიდატთან სეხვედრას გეგმავენ რათა საქმის დეტალებს უკეთ გაეცნონ. შეგახსენებთ სალომე ზურაბიშვილმა საარცევნო შტაბში საგანგებო ბრიფინგი გამართა კანდიდატის თქმით მას და მის შვილებს სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან. ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შსს-ს რეაგირებისკენ მოუწოდა.